კვარაცხელია ბრუნდება - „ნაპოლის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
კვარაცხელია ბრუნდება - „ნაპოლის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება და სერია „ა“-ს მე-5 ტურში რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

ლუჩანო სპალეტის გუნდი „ლაციოს“ „სტადიო ოლიმპიკზე“ ესტუმრება და მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. იტალიური მედიაში გავრცელებული ვერსიით, „ნაპოლის“ მწვრთნელი იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომელმაც საწყის ტურებში გამარჯვებებს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 4 ტურში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ კი სერია „ა“-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დიდი უპირატესობით აღიარა – ხვიჩამ ხმების 67 პროცენტი მიიღო.

„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა:

მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი – ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი – ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი