კვარაცხელია არ ჩერდება - გოლი და საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლიმ“ ისევ მოიგო და პლეიოფშია [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც მოედანზე გამორჩეული იყო, ქართველის „ნაპოლიმ“ კი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ A ჯგუფის მატჩი შესანიშნავად დაიწყო. მე-4 წუთზე ანგარიში ირვინგ ლოზანომ გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოსთან ბურთი ჯაკომო რასპადორის დაუგორა, რომელმაც ულამაზესი გოლით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა – 2:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში დეივი კლაასენმა (49 -წუთი) თავური დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ იტალიელებმა მალე ორბურთიანი სხვაობა აღადგინეს. 62-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტრი დაინიშნა, რომლის დროსაც ვიკტორ ოსიმენმა ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას გადასცა – ქართველმა თავდამსხმელმა უნაკლოდ დაარტყა და ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი ჩაიწერა – 3:1.

77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი თამაში მოგებამდე მიიყვანა. მართალია, მანამდე კიდევ ორი გოლი გავიდა. 83-ე წუთზე სტივენ ბერგვეინმა (აიაქსი) პენალტით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა, მაგრამ 90-ე წუთზე ვიკტომ ოსიმენმა ამსტერდამელებს მეოთხე გოლი გაუტანა და „ნაპოლიმ“ 4:2 მოიგო.

იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და A  ჯგუფიდან პლეიოფში გასვლის შანსი ოფიციალურად გაიფორმა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.