კვარაცხელია ახალი ჯილდოს ნომინანტია - ის ყოველთვის შოუს გვთავაზობს
კვარაცხელია ახალი ჯილდოს ნომინანტია - ის ყოველთვის შოუს გვთავაზობს

დღეს, 16 სექტემბერს ყაზანის „რუბინი“ რუსეთის თასზე ნოვოროსიისკის „ჩერნომორეცს“ ესტუმრება. ყაზანელთა განაცხადშიც არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრაში დაშავდა.

საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არაა და ხვიჩა უკვე ვარჯიშობს, მაგრამ „რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 19 წლის ქართველი თავდამსხმელი სიფრთხილის გამო დაასვენა.

ამასთანავე, გაირკვა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა და გამოცემა „სპორტს.რუ-მ“ ახალი პრიზი დააწესეს, რომლის მიზანია მხარი დაუჭირონ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფეხბურთს ალამაზებენ. გამოცემამ ხუთ ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი დაასახელა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ სხვებზე ორჯერ მეტი დრიბლინგი სცადა და ბევრად მეტჯერ გამოუვიდა. ცხადია, დაგვირგვინებაში მოიკოჭლებს, აგვისტოში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა და ერთი ჯარიმაა, მაგრამ ხვიჩა ყოველთვის შოუს აჩვენებს,“ – წერს გამოცემა „სპორტს.რუ“

დატოვე კომენტარი