„კვარა შოუ“ თელავში - ჩემპიონმა „კავკასიონ არენაზეც“ მოიგო #1TVSPORT
„კვარა შოუ“ თელავში - ჩემპიონმა „კავკასიონ არენაზეც“ მოიგო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მორიგი გოლი გაიტანა და ბათუმის „დინამოს“ მოგებაში ძალიან ლამაზი გოლით დაეხმარა.

კავკასიონ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „თელავი“ მოქმედ ჩემპიონს სავსე სტადიონით დაუპირისპირდა. გიორგი ჭელიძის გუნდმა მატჩი ჩინებულად დაიწყო და ანგარიშის გახსნის ორი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გოლებისგან გადაარჩინა.

საბოლოოდ, გადამწყვეტი როლი სტუმართა ლიდერების კლასმა ითამაშა. 30-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა, რომელმაც მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ დაიძრა, მცველები იოლად ჩამოიშორა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა „კვარა-შოუ“ ეფექტური გოლით დაასრულა,

თავის გამოჩენა ზუკა დავითაშვილმაც მოახერხა. პირველი გიოლიდან ზუსტად 10 წუთში სტუმრებმა მორიგი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ჯოვინო ფლამარიონამ საჯარიმოში დავითაშვილი მონახა, რომელმაც „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა – სტუმრებმა ტაიმი 0:2 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ანგარიში არ შეცვლილა.

15 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 34 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისთან“ და წყალტუბოს „სამგურალთან“ (29) ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო „თელავი“ (20) მე-6 პოზიციაზე დარჩა.

დატოვე კომენტარი