კუტალიამ სომხეთში ისევ გაიტანა და ბომბარდირებში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
კუტალიამ სომხეთში ისევ გაიტანა და ბომბარდირებში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

„ალაშკერტის“ ქართველმა შემტევმა სომხეთის ჩემპიონატში „ნოას“ გაუტანა, ხოლო დავით ხურციძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და ქართველებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშეს 3:1.

სომხეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი „ალაშკერტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – ხურციძემ შეუცვლელად ითამაშა, კუტალია კი 88-ე წუთზე შეცვალეს და გოლთან ერთად ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

დავით ხურციძის გადაცემით „ალაშკერტმა“ მე-7 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ლევან კუტალიამ „ნოას“ კარი მე-60 წუთზე აიღო და გუნდი 2:0 დააწინაურა. გამოცდილმა ქართველმა ფორვარდმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ ჩაახვია.

5 ტურის შემდეგ მოპოვებული 10 ქულით „ალაშკერტი“ სომხეთის ჩემპიონატის ლიდერია. გუნდის გატანილი 11 გოლიდან 5 ლევან კუტალიას ანგარიშზეა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ „არარატ-არმენიას“ ნიგერიელ ფორვარდს, ტენტონ იენეს (6) ჩამორჩება.