კუტალიამ ისრაელში კლუბი შეიცვალა - ქართველი არაბულ გუნდში ითამაშებს
კუტალიამ ისრაელში კლუბი შეიცვალა - ქართველი არაბულ გუნდში ითამაშებს

ლევან კუტალიამ თელ-ავივის „აპოელი“ დატოვა და კარიერას ლეუმით ლიგის გუნდში, უმ ელ-ფაჰმისაპოელში“ გააგრძელებს – ინფორმაციას სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტი“ ავრცელებს.

31 წლის ქართველი თავდამსხმელი 2019 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წლის დასაწყისში ყაზახეთში, პავლოდარისირტიშში“ გადავიდა. მაგრამ გუნდი დაიშალა და 1 აგვისტოს კონტრაქტი თელ-ავივის „აპოელთან“ გააფორმა.

სამწუხაროდ, ახალ კლუბში კარიერა ვერ აეწყო, 8 შეხვედრა ჩაატარა, მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ ითამაშა, გოლი ვერ გაიტანა და კლუბმა უმ ელ-ფაჰმისაპოელში“ იჯარით გაუშვა.

კუტალიას ახალი გუნდი უნიკალური იმითაა, რომ ისრაელის არაბულ ქალაქს წარმოადგენს. ეს საკმაოდ რიგითი გუნდია, რომელმაც 2019 წლის ისრაელის თასის გათამაშებიდან 22 დეკემბერს ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, თელ-ავივის „მაკაბი“ გამოაგდო, რასაც ათწლეულის სენსაცია უწოდეს.

ამჟამად გუნდი ლეუმით ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-10 ადგილზეა და მესამეადგილოსანს, თელ-ავივის „ბეითარს“ მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება.