კუტალია ნაკრებში გამოძახებას იმედოვნებს - სტადიონზე 1000 ადამიანის შემოშვებაც უდიდესი სტიმული იყო, ემოცია დაგვიბრუნდა #1TVSPORT
კუტალია ნაკრებში გამოძახებას იმედოვნებს - სტადიონზე 1000 ადამიანის შემოშვებაც უდიდესი სტიმული იყო, ემოცია დაგვიბრუნდა #1TVSPORT

ლევან კუტალიამ, რომელმაც ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) 26-ე ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა და უმ ალ-ფაჰმის „აპოელს“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ იკმალ იმადისაპოელთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მისი კარგი თამაში გუნდის გულშემატკივრებმაც განაპირობეს

„დღეს პირველი ტური იყო, როდესაც ისრაელის მთავრობამ სტადიონზე გულშემატკივრის შემოსვლა დაუშვა. მართალია, ისინი შეზღუდული რაოდენობით, სულ 800-დან 1000 ადამიანამდე დაუშვეს, მაგრამ ეს მცირე რაოდენობაც კი მთელი გუნდისთვის და ჩემთვის იმხელა სტიმული გამოდგა, მაგარი ემოციით ვითამაშეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელიც მთავარ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან კუტალია.

მისი თქმით, უმაყურებლო სტადიონი ფეხბურთის კლასიკურ ვარიანტისგან ძალიან განსხვავდება: „ფეხბურთი უგულშემატკივროდ სხვა სახეობას ჰგავს. პანდემიამ სწორედ ეს მოიტანა და როდესაც თქვეს, რომ სტადიონზე ხალხს შემოუშვებენო, ყველას უზომოდ გაგვიხარდა, მაგრამ რაც დღეს მოხდა, მაინც წარმოუდგენელი სიხარული იყო. როგორც იქნა, ის ემოცია დაგვიბრუნდა, რაც ტრიბუნებიდან მოდის“.

31 წლის გამოცდილი თავდამსხმელი, რომელიც 2019 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ: „ყველას შანსი მისცეს, ჩემს გარდა, ეროვნული ლიგის ბომბარდირი გავხდი და მაინც არ გამომიძახეს. იმედია, შანსს ახლა მაინც მივიღებ. იქნებ, ერთი შანსი მაინც მომცენ და ამას გამოვიყენებ. იქნებ ვიფრინო?!“.