კუტალია „ჰაპოელში" ჩაირიცხა
კუტალია „ჰაპოელში" ჩაირიცხა

ლევან კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ისრაელის კლუბის ცნობით, ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომელიც ორ წელიწადზეა გათვლილი.

კუტალიას ბოლო კლუბი ყაზახური პავლოდარის „ირტიში“ იყო. მაგრამ კლუბი დაიშალა და ლევანი თავისუფალი აგენტი გახდა.

კუტალია ზუგდიდელია და თამაშობდა ზუგდიდის „ბაიაში“, საიდანაც გადავიდა ბოსნიურ „სლავიაში“, შემდეგ კი ამ ქვეყანაში „ზრინსკის“ ფორმაც მოირგო. საქართველოში ბოლო დროს თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოში“, სადაც 2019 წელს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.