კურტუას ესპანელ ტელემწყვანთან რომანი აქვს
კურტუას ესპანელ ტელემწყვანთან რომანი აქვს

მადრიდის რეალის მეკარე ტიბო კურტუამ, ზაფხულში ესპანეთში გადაბარგების შემდეგ, პირადი ცხოვრების მოწყობა დაიწყო. ჟურნალ სემანას (Semana) ინფორმაციით, 26 წლის ბელგიელი ხვდება 32 წლის ესპანელ ტელეწამყვან ალბა კარილიოს.

გამოცემის ახალ ნომერში, რომელიც ოთხშაბათს გამოვიდა, წერია, რომ კურტუა და კარილიო რამდენჯერმე შეამჩნიეს ერთად ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამის დასადასტურებლად, ჟურნალმა წარმოადგინა ფოტო, რომელშიც ფეხბურთელი და წამყვანი მადრიდში იაპონური რესტორნიდან გამოდიან.

იტყობინებიან, რომ კურტუა და კარილიო ერთმანეთს საერთო ნაცნობებმა გააცნეს შობაზე და სწორედ იქიდან მოყოლებული ხვდებიან ისინი ერთმანეთს.

კარილიოსთვის ეს არის მესამე ურთიერთობა სპორტსმენთან – ადრე იყო ჩოგბურთელი ფელისიანო ლოპესი და მოტომრბოლი ფონსი ნიეტო, რომელთანაც წამყვანს ვაჟი ჰყავს.

საგულისხმოა, რომ ორივეჯერ ურთიერთობა სასამართლოში დასრულდა.