კურტუა, დე ბრუინი და ლუკაკუ ბელგიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
გამოცხადდა ბელგიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის.
მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანა.
მეკარეები – ტიბო კურტუა (რეალი, ესპანეთი), მატს ზელსი (ნოტინგემი, ინგლისი), სენ ლამენსი (ანტვერპენი), მარტენ ვანდევორდტი (ლაიპციგი, გერმანია);
მცველები – ზენო დებასტი (სპორტინგი, პორტუგალია), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), კონი დე ვინტერი (ჯენოა, იტალია), ვაუტ ფასი (ლესტერი, ინგლისი), ბრანდონ მეჰელე (ბრიუგე), ტომას მონიე (ლილი, საფრანგეთი), დიეგო მორეირა (სტრასბური, საფრანგეთი), არტურ ტეატე (აინტრახტი, გერმანია);
ნახევარმცველები – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟორტი მოკიო (აიაქსი, ნიდერლანდები), ამადუ ონანა (ასტონ ვილა, ინგლისი), ნიკოლას რასკინი (რეინჯერსი, შოტლანდია), იური ტილემანსი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჰანს ვანაკენი (ბრუიგე);
ფორვარდები – შარლ დე კეტელარე (ატალანტა, იტალია), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მალიკ ფოფანა (ლიონი, საფრანგეთი), რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი, იტალია), დოდი ლუკებაკიო (სევილია, ესპანეთი), ლოის ოპენდა (ლაიპციგი, გერმანია), ალექსის სალემაკერსი (რომა, იტალია), ლეანდრო ტროსარი (არსენალი, ინგლისი).
ბელგია 6 და 9 ივნისს შესარჩევ შეხვედრებს გამართავს მაკედონიასთან და უელსთან.