კურტუა, ბეილი და კოუტინიო „ლა ლიგის“ იმედგაცრუებათა ნაკრებში მოხვდნენ
კურტუა, ბეილი და კოუტინიო „ლა ლიგის“ იმედგაცრუებათა ნაკრებში მოხვდნენ

„ლა ლიგის“ 2018-19 წლების სიმბოლური ნაკრების გარდა, გაზეთმა „მარკამ“ ასევე შეადგინა გასული სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები. აქ ყველაზე მეტი ფეხბურთელით მადრიდის „რეალია“ წარმოდგენილი – ექვსი. ყველაზე მეტი ხმა კი „ბარსელონას“ შემტევმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მიიღო – 80 პროცენტი.

ესპანეთის ჩემპიონატის იმედგაცრუებათა ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი, 73%)
მცველები – ტეო ერნანდესი (რეალ სოსიედადი, 10%), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, 14%), მარსელო (რეალი, 71%)
ნახევარმცველები – ტაკაში ინუი (ალავესი, 2%), ისკო (რეალი, 23%), ტონი კროოსი (რეალი, 11%), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, 80%)
ფორვარდები – გარეტ ბეილი (რეალი, 68%), დიეგო კოშტა (ატლეტიკო, 9%), მარკო ასენსიო (რეალი, 8%).