კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.

ვოლკერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლობის მიმართულებით მედიის ბოლოდროინდელი ყურადღება ინსტიტუტის მიღწევებისა და შემდგომი ზრდის განადგურების რისკებს აჩენს. მისივე თქმით, ამის გამო საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ არიზონას უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და მაკკეინის მეუღლეს შეატყობინა.

კურტ ვოლკერი უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან სექტემბრის ბოლოს წავიდა. ამერიკელი დიპლომატის გვარი უკრაინის სკანდალში ფიგურირებს. 9 ოქტომბერს ვოლკერი კონგრესში მივა და ჩვენებას მისცემს.