კურიოზული გოლი და ფრე პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან​ - ბათუმელები გვილიას „რაკუვს“ დაუზავდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
კურიოზული გოლი და ფრე პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან​ - ბათუმელები გვილიას „რაკუვს“ დაუზავდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ მეორე ამხანაგური შეხვედრა პოლონეთის მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან, ვაკო გვილიასრაკუვთან“ გამართა და ფრედ დაასრულა.

გია გეგუჩაძის გუნდი შეკრებაზე მეორედ შეხვდა პოლონურ გუნდს. პირველ სპარინგში ბათუმელებმა ექსტრაკლასას ლიდერი, ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხი“ 2:1 დაამარცხეს. ჩესტოხოვასრაკუვში“ ვაკო გვილიას არ უთამაშია.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილის ეფექტური გოლით გახსნა. პოლონელებმა ჯერ წონასწორობა აღადგინეს, მერე კი დაწინაურდნენ – პენალტი ვლადისლავ გუტკოვსკიმ მე-20 წუთზე გამოიყენა, ათ წუთში კი ბენ ლედერმანმა გაიტანა. თუმცა, 34-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ წონასწორობა ბენჟამინ ტეიდიმ აღადგინა.

შესვენების შემდეგ ისევ პოლონელები დაწინაურდნენ. 57-ე წუთზე იგორ საპალას შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ცოცხალ კედელში ბურთი ბათუმელ მცველს მოხვდა და ტრაექტორია შეიცვალა, „დინამოს“ მეკარემ კი ბურთი ვეღარ შეაჩერა. 82-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი თავში გიორგი ზარიას მოხვდა, „რაკუვის” კარში აღმოჩნდა და ამ კურიოზული გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 3:3.

 


რაკუვი – ბათუმის დინამო 3:3


გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (12), 1:1 გუტკოვსკი (20. პ), 1:2 ლედერმანი (30), 2:2 ტეიდი (34), 3:2 საპალა (57), 3:3 გაფრინდაშვილი (82)

კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვიტეიდი, ალთუნაშვილი – გაფრინდაშვილი, დენკოვიჩი, ჯიღაური – ფანცულაია


ბათუმელები ბელეკის შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრას 27 იანვარს ჩერნოგორიულ პლევლიასრუდართან“ გამართავენ, ამით გუნდის პირველი შეკრება დასრულდება და მეორე დღეს გია გეგუჩაძის გაწვრთნილები ბათუმში დაბრუნდებიან.