კურდღელაშვილი „ვიტ ჯორჯიას“ გოლით დაუბრუნდა
კურდღელაშვილი „ვიტ ჯორჯიას“ გოლით დაუბრუნდა

ვანო კურდღელაშვილი საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ დაუბრუნდა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 2011 წელს კარიერა სწორედ „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო – გუნდის მაისურით 85 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო.

2017 წელს ვანო კურდღელაშვილი მარტვილის „მერანში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა და არა მხოლოდ მარტვილის გუნდის, არამედ, ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ვანო კურდღელაშვილმა მშობლიურ კლუბში დაბრუნება „ცხინვალთან“ მოგებულ (5:1) საკონტროლო შეხვედრაში გატანილი გოლით აღნიშნა – ის „ვიტ ჯორჯიაში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.