კუნძულ იავაზე უეცარი წყალმოვარდნის შედეგად რვა მოზარდი დაიღუპა
კუნძულ იავაზე უეცარი წყალმოვარდნის შედეგად რვა მოზარდი დაიღუპა

ინდონეზიაში უეცარი წყალმოვარდნის შედეგად რვა მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტრაგედია კუნძულ იავაზე მოხდა, როდესაც ბავშვები მდინარესთან ახლოს კარვების ღამეს ათევდნენ, უეცარმა წყალმოვარდნამ მათი ბანაკი დატბორა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რვა ბავშვის ცხედარს მიაგნეს და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ან მეტ მოზარდს. მაშველებმა 23 ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

როგორც ცნობილია, ბანაკშიც მყოფი ბავშვების ასაკი 12-დან 15 წლამდეა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 900-მდე თანამშრომელი მუშაობს.