კუნდე - სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ „ბარსელონას“ ველოდებოდი #1TVSPORT
კუნდე - სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ „ბარსელონას“ ველოდებოდი #1TVSPORT

ჟიულ კუნდემ „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა გრანდის შემოთავაზების მიუხედავად, მხოლოდ კატალონიურ კლუბს ელოდებოდა.

„ჩავისთან კარგი საუბარი მქონდა და მის სიმპათიას ვგრძნობ. მას ნამდვილად სურდა, რომ „ბარსელონაში“ მეთამაშა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავიმ მთხოვა, ისევე ვითამაშო, როგორც ამას „სევილიაში“ ვაკეთებდი – ვიბრძოლო ბურთისთვის და ვიმოქმედო აგრესიულად.

„ჩელსის“ გარდა სხვა კარგი შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ველოდებოდი, რომ „სევილია“ და „ბარსელონა“ მოლაპარაკებას შეძლებდნენ. „ბარსელონა“ იმიტომ ავირჩიე, რომ ამბიციური პროექტია“.

23 წლის ფრანგმა კატალონიელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ჟიულ კუნდემ „სევილიას“ შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.