კუმბხუ მელა - ინდოეთში მასშტაბური რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობს
კუმბხუ მელა - ინდოეთში მასშტაბური რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობს

ინდუისტებს სჯერათ, რომ წელიწადში ერთხელ მდინარე განგსა და ჯამნაში განბავნით ცოდვებისგან განიწმინდებიან და ხსნას მოიპობევენ. სწორედ ამიტომ ინდოეთში, უტარ პრაშედის შტატში რამდენიმე წელიწადში ერთხელ მილიონობით ინდუისტი იკრიბება. საკრალურ მდინარეებში ჩატარებულ რიტუალზე დასასწრებად წელს ქალაქ ალაჰაბადში 120 მილიონ მორწმუნეს ელიან.

დღესასწაულის დაწყების თარიღს, მის ხანგრძლივობას და მთავარ ლოკაციას ასტროლოგები ადგენენ. ინდუისტი ასტროლოგების გამოთვლების შედეგად დღესასწაული ყოველ 6 ან 12 წელიწადში ერთხელ იმართება.

კუმბხუ მელას სახელით ცნობილი დღესასწაული წელს 49 დღის განმავლობაში გაგრძელდება. განბავნის წმინდა რიტუალთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება მომლოცველების გართობას რიგი სანახაობებითაც უზრუნველყოფს. ფესტივალის ფარგლებში 7 კვირის განმავლობაში გაიმართება მუსიკალური წარმოდგენები და ტრადიციული საცეკვაო პერფორმანსები.

კაცობრიობის ყველაზე მასშტაბური რელიგიური დღესასწაულის ფარგლებში ინდუისტური რელიგიისთვის მნიშვნელოვან ლოკაციაზე მორწმუნეებისთვის კარვების ქალაქია გაკეთებული. მორწმუნეების დროებითი საცხოვრებელი 32 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. სპეციალურად ამ დღისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში ემზადება. კუმბხუ მელას დაწყებამდე მთელი შტატის მასშტაბით შეკეთდა საავადმყოფოები და ბანკები. ინდოეთის სხვადასხვა კუთხიდან და მთელი მსოფლიოდან ჩასულ მორწმუნეებს ახალი გზებიც გახვდათ. ქალაქში დამონტაჟებულია 120 ათასი ქუჩის საპირფარეშო.

მდინარე განგსა და ჯამნას სიახლოვეს უსაფრთხორბას კი 30 ათასზე მეტი სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს.

ინდუისტების კუმბხუ მელა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რელიგიური დღესასწაულია. მას ჩამოუვარდება ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა ჰაჯი. ისლამური პილგრიმობის ყველაზე მასრტაბურ ღონიძიებას წმნიდა ქალაქ მექაში მხოლოდ რამდენიმე მილიონ მომლოცველს ითვლის.

კუმბხუ მელას აღნიშვნის დროს მომლოცველები ძირითადად ოთხ ქალაქში, ალაჰაბადში, უჯაინში, ნაშიკსა და ხარდვარში იკრიბებიან. ინდუისტური რწმენის თანახმად, სწორედ ამ ოთხი ქალაქის მდინარეების წყლებში დოქიდან არმიტა, ღმერთების უკვდავების მიმნიჭებელი სასმელი  ჩაიღვარა. ინდუისტების რწმენით, კუმბხუ მელას დღესასწაულის დროს საკრალურ წყლებში მითოლოგიური მდინარე არმიტა იბადება და მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.