კუმანს „ბარსელონაში“ სალაჰის შეძენის სურვილი აქვს
კუმანს „ბარსელონაში“ სალაჰის შეძენის სურვილი აქვს

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

კატალონელთა ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს საკუთარ გუნდში ეგვიპტელის ხილვა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაანდო კუმანის ახლო მეგობარმა შაკ სვარტმა, რომელიც 1956-73 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა.

მისივე თქმით, თავად სალაჰის სურვილიცაა „ბარსელონაში“ გადასვლა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ლივერპულის“ მეორე ფორვარდის სადიო მანეს წარმომადგენლებმა შემსთავაზეს „ბარსელონას“ სენეგალელი ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ კუმანი არჩევანს სალაჰზე აკეთებს.

28 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ გუნდის რიგებში მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

გასულ სეზონში სალაჰმა 48 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეგვიპტელმა პრემიერლიგაში 2020-21 წლების სეზონი „ლიდსთან“ მატჩში (4:3) ჰეთ-თრიკით გახსნა.

სალაჰის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროს უტოლდება.