კუმანმა „ბარსელონას“ სატრანსფერო პრიორიტეტები დაასახელა
კუმანმა „ბარსელონას“ სატრანსფერო პრიორიტეტები დაასახელა

კატალონიური გრანდის ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ სატრანსფერო პრიორიტეტები დაასახელა, – იუწყება AS.

უახლოეს მომავალში კუმანის მთავარი სამიზნე სამი ფეხბურთელი იქნება: „მანჩესტერ სიტის“ მცველი ერიკ გარსია, „აიაქსის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი და „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.

კუმანის არჩეული სამივე ფეხბურთელი ძვირადღირებული მოთამაშეა, მათგან კი ყველაზე დიდი სატრანსფერო ღირებულება ლაუტარო მარტინესს აქვს, რომლის სანაცვლოდ იტალიური მხარე 111 მილიონ ევროს ითხოვს.