კუმანის მორიგი წარუმატებლობა - „რაიო ვალეკანომ“ „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
კუმანის მორიგი წარუმატებლობა - „რაიო ვალეკანომ“ „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში „რაიო ვალეკანომ“ კატალონიურ გრანდს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ გაიტანა.

კატალონიელების ანგარიშის გათანაბრების საუკეთესო შანსი ჰქონდათ, მაგრამ მემფის დეპაიმ მოპოვებული პენალტი თავად შეასრულა და ბურთი ბურთი „რაიო ვალეკანოს“ მეკარემ მოიგერია.

„ბარსელონას“ ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კი მორიგი წარუმატებლობა განიცადა და „ბარსელონას“ გულშემატკივრების დიდი არმიის გულისწყრომა კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში „რაიო ვალეკანო“ მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, კატალონიური გრანდი კი მეცხრე ადგილზეა.