კუმანი – სწრაფი გოლის შემდეგ ზედმეტად მოვდუნდით
Holland coach Ronald Koeman during the UEFA EURO 2020 qualifier group C qualifying match between The Netherlands and Belarus at stadium De Kuip on March 21, 2019 in Rotterdam, The Netherlands(Photo by VI Images via Getty Images)
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ბელარუსთან მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დეპაის სწრაფი გოლი ძალიან კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ გუნდს თამაში დისციპლინირებულად უნდა გაეგრძელებინა, ჩვენი კი ზედმეტად მოვდუნდით. თამაშის ამ მონაკვეთში მე იმდენი წუნი დავინახე, რაც ნაკრების შესრულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შემიმჩნევია. პირველი ტაიმის ბოლოს და მთლიანად მეორე ტაიმში გუნდმა კარგად ითამაშა“, – ციტირებს კუმანს პრესბოლი. – „ჩვენ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და დისციპლინირებულად თამაშის შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მაგრამ ისეთ გუნდებთან, ოგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი, უკეთესად თამაში გვმართებს. ჩვენ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით მთელი ამ მატჩის განმავლობაში. ამიტომაც ვიყავი ფეხბურთელებზე თამაშის გარკვეულ მონაკვეთებში გაბრაზებული“.
ევროშესარჩევის მომდევნო მატჩში ჰოლანდიის ნაკრები 24 მარტს გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.