კუმანი მომავალ სეზონშიც „ბარსელონას“ მწვრთნელი იქნება #1TVSPORT

20:53, 24.03.2021
epa08944864 FC Barcelona’s head coach Ronald Koeman reacts during the Spanish Supercup final soccer match between FC Barcelona and Athletic Bilbao at Cartuja stadium, Seville, southern Spain, 17 January 2021.  EPA-EFE/Jose Manuel Vidal

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ნდობა გამოუცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს და გარანტია მისცა მას მომავალ სეზონში მუშაობის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ გამოაცხადა რადიოსადგურმა Catalunya Radio-მ.

წყაროს ცნობით, ოთხშაბათს გაიმართა ნიდერლანდელი მწვრთნელის შეხვედრა კლუბის პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან.

აღნიშნავენ, რომ შეხვედრის მსვლელობისას კუმანმა მოითხოვა შესაძლებლობა – უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე. ამის შემდეგ, მწვრთნელმა და პრეზიდენტმა განიხილეს „ლიონიდან“ მემფის დეპაის, „ლივერპულიდან“ ჯორჯინიო ვეინალდუმისა და „მანჩესტერ სიტიდან“ ერიკ გარსიას პოტენციური შეძენა. ასევე მნიშვნელოვან საკითხად რჩება კლუბში ლიონელ მესის შენარჩუნება.

ცოტა ხნის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ ვეინალდუმმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“.

კატალონური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს“.

მსგავსი