კულიბალის „ნაპოლიში“ დაბრუნება სურს - ტრანსფერის შესაძლო ფორმულა #1TVSPORT
კულიბალის „ნაპოლიში“ დაბრუნება სურს - ტრანსფერის შესაძლო ფორმულა #1TVSPORT

კალიდუ კულიბალის ინგლისში, „ჩელსიში“ კარგი სეზონი არ ჰქონდა და „ნაპოლიში“ დაბრუნებაზე ოცნებობს, – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

„კულიბალი აგზავნის სიგნალს და სურს დაბრუნდეს იქ, საიდანაც ალბათ არ უნდა წასულიყო. კალიდუ კულიბალი დაუკავშირდა „ნაპოლის“, მაგრამ მისი ყოფილი გუნდი დუმს, რადგან ნეაპოლელებს ჯერ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

ფორმულა ჩვეულებრივია – „ჩელსი“ მოთამაშეებით გადავსებულია და არავინ იცის, სატრანსფერო ბაზარზე რომელ ფეხბურთელს შეელევა. არ არის გამორიცხული, რომ კულიბალი „ნაპოლიში“ დაბრუნდება იჯარით კიმის ნაცვლად, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიდის. ასეთ შემთხვევაში, სენეგალელ მცველს ხელფასს ნაწილობრივ „ნაპოლი“ გადაუხდის და ნაწილობრივ – ლონდონური კლუბი.

კალიდუ კულიბალი, წლიური ხელფასით 8,44 მილიონი ფუნტით (9,6 მილიონი ევრო), „ჩელსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, მაგრამ პრემიერლიგაში მოლოდინები დიდად ვერ გაამართლა. ეს იმას ნიშნავს, რომ კულიბალი მალე „ჩელსის“ გასათავისუფლებელთა სიაში იქნება. ამის გამო კულიბალის „ნაპოლში“ წასვლა უნდა. მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ მოლაპარაკებები შეუძლებელიც არ ჩანს“, – წერს გამოცემა Il Mattino.