კულიბალი - რასისტს სახლში დავპატიჟებდი და ვაჩვენებდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ
კულიბალი - რასისტს სახლში დავპატიჟებდი და ვაჩვენებდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ

„ნაპოლისა“ და სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა, კალიდუ კულიბალიმ „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რასიზმზე ისაუბრა.

 

კულიბალი მიიჩნევს, რომ რასიზმთან ბრძოლა სკოლებშივე უნდა დაიწყოს.

 

„რასიზმთან ბრძოლა აუცილებელია და ამაში სამარცხვინო არაფერია. რას ვეტყოდი რასისტს, ადამიანს, რომლისაც არ მესმის? მე მას სახლში დავპატიჟებდი, შევთავაზებდი გარკვეული პერიოდი ერთად გაგვეტარებინა და ვაჩვენებდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“.

დატოვე კომენტარი