კულიბალი ახლოს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან
კულიბალი ახლოს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან

„ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი მალე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, ინგლისური კლუბი სენეგალელ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდის. ეს თანხა მხოლოდ 10 მილიონით არის ნაკლები იმაზე, რასაც „ნაპოლი“ ითხოვს.

ასე რომ, მოლაპარაკებები დასრულების პროცესშია. თავად კულიბალის უკვე შეთანხმებული აქვს „სიტისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები – ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე და ხელფასი 10 მილიონი ევრო წელიწადში.

გასულ სეზონში 29 წლის მცველმა სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი