კულიბალი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან
კულიბალი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს „ნაპოლიდან“ ცენტრალური მცველის კალიდუ კულიბალის გადაბირების შესახებ, – წერს ინტერნეტ-გამოცემა „კოტიდიენ დუ ფუტი“ (Le Quotidien du Foot).

იტყობინებიან, რომ მხარეები 75 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

ადრე იწერებოდა, რომ 28 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. სენეგალელის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

კულიბალიმ ამ სეზონში სერია A-ში 15 მატჩი ჩაატარა.