კუხიანიძემ ისევ გაიტანა - „ნარვამ“ „ტამეკასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT
კუხიანიძემ ისევ გაიტანა - „ნარვამ“ „ტამეკასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT

სერგო კუხიანძემ ესტონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ტარტუ ტამეკას“ გასვლით მატჩში გაუტანა და „ნარვას“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:0.

„ტარტუ ტამეკამ“ პირველ წრეში ქართველების გუნდს 5:0 მოუგო და „ნარვასთვის“ ეს მატჩი პრინციპული იყო. მასპინძელთა შემადგენლობაში ბელგიის მოქალაქეობის მქონე, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, აკაკი ღვინერიამ 66 წუთი ითამაშა, რომელიც „ტარტუში“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და სამჯერ ძალიან სახიფათოდ შეუტია.

„ნარვას“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შალვა ბურჯანაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სერგო კუხიანიძე, რომელიც 90-ე წუთზე ვაჟა ნემსაძემ შეცვალა.

13 ტურის შემდეგ 12 ქულით „ნარვა“ ესტონეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა.