„კუკესის“ პრეზიდენტი - უეფას ქართველების დასჯა მოვთხოვე
„კუკესის“ პრეზიდენტი - უეფას ქართველების დასჯა მოვთხოვე

„კუკესის“ პრეზიდენტი საფეტ გრჟიჩი ქუთაისის „ტორპედოს“ დასჯას ითხოვს. ალბანური კლუბის თავკაცმა ეს განცხადება ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრამდე გამართულ პრესკონფრენციაზე გააკეთა –

„სავიზო პრობლემების მოსაგვარებლად ყველა საშუალება ვცადეთ, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია პასუხი, არც უარყოფითი და არც დადებითი. დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათ საელჩოს, უეფას და მაინც მოგვატყუეს – როგორც ჩანს, ეს განზრახ გააკეთეს. ბოლოს მალოკუსა და რეჟინალდოს ვიზები რომ მიეღოთ, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა. ჩვენ უეფას „ტორპედოს“ დასჯა მოვთხოვეთ, რადგან ყველა დაბრკოლება ნამდვილად მათგან მოდიოდა. ჩვენ არ გვინდა, რომ დაცვაში შეცდომები ამით ავხსნათ, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. თბილისში მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ სტუმარ გუნდს ასეთი მეთოდებით ხელს არასოდეს შევუშლით და მსგავს მეთოდებს არ გამოვიყენებთ. ისინი არ არიან მიჩვეულები ფეირ-პლეის („სამართლიანი თამაში“). სხვა ინსტიტუტებს აქვთ ძალაუფლება, მათთან შესაბამისად მოიქცნენ. ჩვენ, როგორც ალბანელებს, შურისძიება არ გვსურს. მაგრამ მათთან ოფიციალური ლანჩზე მე არ დავჯდები. ჩვენ შევხვდით „ვალეტას“, რომლის ფეხბურთელსაც მსგავსი პრობლემის მოგვარება დასჭირდა და მალტელებს ამაში დავეხმარეთ” – ამბობს „კუკესის“ პრეზიდენტი.