ევროპის ლიგაზე „კუკესთან“ განმეორებითი მატჩისთვის ქუთაისის „ტორპედო“ ალბანეთის ქალაქ ჩაფრინდა და შკოდერში ემზადება.
ცნობილი გახდა „კუკესი“ – „ტორპედოს“ განმეორებითი მატჩის მსაჯთა ბრიგადის წევრთა ვინაობა – თამაშს შვეიცარიელები მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრად უეფამ ალენ ბიერი დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 16 აგვისტოს – „კუკესის“ მშობლიურ არენაზე არ გაიმართება და დაპირისპირებას ელბასანის არენა უმასპინძლებს. საქმე ისაა, რომ „კუკესის“ სტადიონმა ლიცენზირება ვერ გაირა და გუნდს ევრომატჩის ჩატარება სხვა ქალაქის სტადიონზე ატარებს: ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვალეტა“ და „ყარაბახი“ შკოდერის სტადიონზე მიიღო, ქუთაისელებს კი ებასანის 12-ათასიან არენაზე უმასპინძლებს.