კუდო | საქართველოს ჩემპიონატი ზუგდიდის „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
კუდო | საქართველოს ჩემპიონატი ზუგდიდის „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

სენაკის სპორტის სასახლემ კუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველობას დაესწრო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია, რომელიც საბრძოლო ხელოვნებების აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთლია. მისი კლუბის წარმომადგენლებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ. გუნდურ ჩათვლაში ზუგდიდის „კოლხეთმა“ გაიმარჯვა (მთავარი მწვრთნელი, რომეო გაბლაია), რომლის სპორტსმენებმაც 21 მედალი მოიპოვეს – 11 ოქრო, 5 ვერცხლი 5 ბრინჯაო.

საქართველოს ჩემპიონატი კუდოს ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი) ინიციატივით და ორგანიზებით და სენაკის მინიციპანიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.