კუცია ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება - U21 საქართველო-საფრანგეთი პირველ არხზე
კუცია ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება - U21 საქართველო-საფრანგეთი პირველ არხზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამატჩო განაცხადში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, გუნდს გიორგი კუცია შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრის განაცხადში იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – „სამგურალი“, წყალტუბო), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – „დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ყველა – „ლოკომოტივი“, თბილისი), („ლოკომოტივი“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), იური ტაბატაძე („საბურთალო“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე- „საბურთალო“, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი, ექვს შეხვედრაში დაგროვებული 6 ქულით მესამეზე.

საქართველო-საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება 4 სექტემბერს 21:00 საათზე გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.