კუადრადო „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
კუადრადო „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„იუვენტუსი“ ხუან კუადრადოსთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, – იუწყება Calciomercato.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის კოლუმბიელი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს.

მიმდინარე სეზონში კუადრადომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გუშინ, 15 მაისს იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში„ინტერთან“  სწორედ კუადრადომ მოუტანა „იუვენტუსს“ გამარჯვება. კოლუმბიელმა დუბლი შეასრულა, უხვგოლიანი შეხვედრა კი ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2.