კუადრადო „იუვენტუსს“ მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება
კუადრადო „იუვენტუსს“ მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ატალანტასთან“ მძიმე ბრძოლა გამოიარა და სატურნირო ცხრლის ლიდერი ფრეს დასჯერდა – 2:2.

სკუდეტოს მოპოვების ყველაზე რეალურმა კანდიდატმა ამ შეხვედრაში ქულებთან ერთად, ხუან კუადრადოც დაკარგა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მომდევნო, მნიშვნელოვან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.

33-ე ტურში ტურინელები „სასუოლოს“ დაუპირისპირდებიან.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 76 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს, მოერე ადგილზე „ლაციო“ იმყოფება, მესამეზე – „ატალანტა“.