კრუიფი „აიაქსის“ სპორტული დირექტორი გახდა #1TVSPORT
კრუიფი „აიაქსის“ სპორტული დირექტორი გახდა #1TVSPORT

იორდი კრუიფი ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ნიდერლანდურმა გრანდმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწია კრუიფთან სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. პროცესის საბოლოო გაფორმება დამაგვირგვინებელ სტადიაშია.

„აიაქსი“ იმედოვნებს, რომ კრუიფი მუშაობას 2026 წლის თებერვალში შეუდგება. კონტრაქტი ძალაში იქნება 2028 წლის ზაფხულამდე.

ბოლო პერიოდშ 51 წლის იორდი კრუიფი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა ინდონეზიაში. მანამდე მას „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა.