კროსბიმ ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა
კროსბიმ ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ „პიტსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სალივანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიდის ოპერაციის შემდეგ ფორვარდ სიდნი კროსბის აღდგენითი პროცესი.

„ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ,-ციტირებს სალივანს ნაციონალური ჰოკეის ლიგის ოფიციალური გვერდი. – მისი პროგრესი ჩვენ ძალიან გვახარებს.სააიამოვნოა რომ იგი ციგურებზე დადგა და უკვე რამდენიმე დღეა სრიალებს“.

შეგახსენებთ, რომ კროსბიმ ოპერაცია 14 ოქტომბერს გაიკეთა. მიმდინარე სეზონში 32 წლის შემტევმა 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 17(5+12) ქულის მოგროვება შეძლო.