კროოსმა ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT

09:04, 29.12.2025

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა რომარიომ ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს ტონი კროოსს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოთხი ფავორიტის დასახელება სთხოვა.

„ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი. ახლა უნდა დავასახელო გუნდი არა ევროპიდან. ან რომელიმე მოულოდნელი. ვიტყვი მაროკოს. ბრაზილიას არ ვასახელებ, მაგრამ ისიც შეიძლება იყოს ფავორიტებს შორის.

გერმანიას ყოველთვის ასახელებენ ფავორიტებს შორის, მაგრამ მე მას ასეთად არ მივიჩნევ. დარწმუნებული ვარ, ნაკრები მიაღწევს მეოთხედფინალამდე ან ნახევარფინალამდე, მაგრამ ვფიქრობ, მისი დონე ოდნავ დაბალია, ვიდრე ფავორიტების. თუმცა, ერთ მატჩში შეიძლება ყველაფერი მოხდეს“, – განაცხადა კროოსმა.

მსგავსი