კროოსი 2023 წელს კარიერის დასრულებას ფიქრობს
კროოსი 2023 წელს კარიერის დასრულებას ფიქრობს

ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გამოაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან” მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კარიერის დასრულებას ფიქრობს. გერმანელის მოქმედი ხელშეკრულება „სამეფო კლუბთან” სამწლინახევრის შემდეგ იწურება.

„მე ნამდვილად არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც 38 წლის ასაკამდე ითამაშებს, – აღიარა 30 წლის გერმანელმა Sportschau Club-თან ინტერვიუში. – მე მაქვს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე. იმ დროისთვის 33 წლის ვიქნები. ეს კარგი დროა იმისთვის, რომ დაფიქრდე – რა გინდა და აღარ გააფორმო ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი. ამის შემდეგ, მალე დავასრულებ კარიერას”.

კროოსი „რეალში“ „ბაიერნიდან” 2014 წელს 25 მილიონ ევროდ გადავიდა.