კრივში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT​
კრივში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT​

ხორვატიის ქალაქ პორიცესაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე (22-წლამდელთა შორის) 48 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა კუბლაშვილი ჩემპიონი გახდა.

51 კგ. წონით კატეგორიაში ლექსო ხასაია მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ) და ლუკა მაჭუტაძემ (80 კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ელენე ლოლაძე ევროპის ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.