კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონს გაუპატიურება ბრალდება
LOS ANGELES, CA - SEPTEMBER 20: Former welterweight champion Victor Ortiz participates in a media workout at Fortune Gym on September 20, 2018 in Los Angeles, California. Ortiz has an upcoming fight on Sept 30 in Ontario, California with John Molina, Jr. (Photo by Jayne Kamin-Oncea/Getty Images)
ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ვიქტორ ორტისს გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი, – იტყობინება გაზეთი „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today).
ვენტურას საოლქო პროკურორმა მოკრივეს სამი ბრალდება წაუყენა სისხლის სამართლის დანაშაულებებში, მათ შორის – გაუპატიურებაში. იტყობინებიან, რომ 2018 წლის 19 მარტს, მოკრივე ცდილობდა გოგონას გაუპატიურებას, რომელმაც პოლიციას მიმართა განცხადებით სექსუალურ ძალადობაზე.
ორტისი, რომელიც დაზარალებულმა ამოიცნო, პოლიციამ დააკავა, მაგრამ, მოგვიანებით, 100 ათასი დოლარის გირაოთი გაანთავისუფლეს. 10 ოქტომბერს, ორტისს ელოდება სასამართლო, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის ზომას. მოკრივეს რამდენიმე წლიანი რეალური პატიმრობა ელოდება, რადგან ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან.