კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

01:30, 07.04.2025

კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ცხრა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 75-მდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, 4 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივოი როგს შეუტიეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.

მსგავსი