კრივის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ნიგერიაში ავარიის შედეგად დაშავდა, ავტოკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა #1TVSPORT
კრივის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ნიგერიაში ავარიის შედეგად დაშავდა, ავტოკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა #1TVSPORT

დიდი ბრიტანეთის სახელით კრივის მძიმე წონის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ნიგერიაში ავარიაში მოყვა, – ESPN-ი ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლექსუსის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ჯოშუა იმყოფებოდა, ლაგოსი-იბადანის ავტომაგისტრალზე, ოგუნის შტატის მაკუნის მონაკვეთზე, გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. აღნიშნული გზა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ტრასად ითვლება.

36 წლის სპორტსმენმა, რომლის მშობლები ნიგერიელები არიან, მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ენტონი ჯოშუამ ბოლო ბრძოლა 20 დეკემბერს ვიდეობლოგერ ჯეიკ პოლთან გამართა.