კრივის ლეგენდას შვილი გარდაეცვალა

13:30, 11.03.2019

ტექსასში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს 42 წლის ფრიდა ფორმანი – სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის, ლეგენდარული ამერიკელის ჯორჯ ფორმანის ქალიშვილი. აღნიშნულ ინფორმაციას „პეიჯსიქსი“ ავრცელებს (Pagesix).

გვამი ერთ-ერთმა ნათესავმა აღმოჩინა, რის შემდეგაც, ინციდენტის ადგილას პოლიცია მივიდა. იტყობინებიან, რომ ფრიდა ფორმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. დაღუპულს დარჩა ქმარი, ორი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი, მშობლები, აგრეთვე, 11 ძმა და და.

თავის დროზე, მამის მსგავსად, ფრიდაც პროფესიულ კრივს მისდევდა. ამ დონეზე მან ხუთი ბრძოლა მოიგო ზედიზედ, მაგრამ მეექვსე ბრძოლაში წაგების შემდეგ, კარიერა დაასრულა.

მსგავსი