კრივი | ყუშიტაშვილი და გურული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის ქალაქ ლივერპულში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი კრივში, სადაც ქართველი მოკრივეებიც გამოდიან.
65 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურულმა მერვედფინალშიც წარმატებით იასპარეზა, ირლანდიელი დინ ქლენსი 5:0 დაამარცხა და 10 სექტემბერს მეოთხედფინალში იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ინდოეთის წარმომადგენელი აბინაშ ჯამვალი იქნება.

მერვედფინალში ასევე წარმატებით გამოვიდა გიორგი ყუშიტაშვილიც, რომელმაც ყაზახ მსოფლიო ჩემპიონს, ბექზად ნურდაულეტოვს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია და მეოთხედფინალში უკრაინელ დანილო ზაიზანს შეხვდება – ორთაბრძოლა 12 სექტემბერსაა ჩანიშნული.
სახილ ალახვერდოვი (50 კგ), არტიუშ გომციანი (60 კგ), ლუკა ნიქაბაძე (70 კგ), გიორგი ნატროშვილი (75 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (90 კგ) მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშნენ.