კრივი | ტერენს კროუფორდმა სუპერსაშუალო წონით კატეგორიაში კანელო ალვარესი დაამარცხა #1TVSPORT
კრივში წლის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლას ვეგასში გაიმართა. ამერიკელმა ტერენს კროუფორდმა სუპერსაშუალო წონაში მექსიკელი კანელო ალვარესი 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა – 116-112, 115-113, 115-113.
37 წლის ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნული გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის Super Middleweight ტიტულები მოიპოვა.

ასევე კროუფორდი „ოთხი ქამრის ეპოქაში“ გახდა პირველი მამაკაცი მოკრივე, რომელმაც ერთდროულად სამი განსხვავებული წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონობა იზეიმა (სუპერმსუბუქი, ქვემსუბუქი და სუპერსაშუალო).
გამარჯვება კროუფორდისთვის პროფესიონალურ კრივში 42-ე იყო, ის არ დამარცხებულა. რაც შეეხება 35 წლის კანელო ალვარესს, მის ანგარიშზე 63 მოგება და სამი მარცხია. სუპერსაშუალო წონაში მექსიკელი ბოლოს 2013 წელს ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა.
ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებას 70 482 მაყურებელი დაესწრო.