კრივი | ტერენს კროუფორდმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ტერენს კროუფორდმა პროფესიონალურ კრივში კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
38 წლის ამერკელმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
„ეს მომენტი ყველა მებრძოლის ცხოვრებაში დგება. მქონდა შესაძლებლობა, მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა და სწორედ ამიტომ თავს დალოცვილად ვგრძნობ. ეს ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში გულშემატკივრები და საჩემპიონო ქამრები გამოჩნდებოდა. ამ დაუვიწყარ გზაზე თითოეული ნაბიჯი შრომის, დისციპლინისა და რწმენის შედეგი იყო.
კრივს ყველაფერი დავუთმე – საუკეთესო მეტოქეებს შევხვდი, დივიზიონები შევიცვალე და ისტორია დავწერე – 42 გამარჯვება დაუმარცხებლად და ხუთი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა. არ ყოფილა მარტივი გზა. ეს დამშვიდობება არ არის – ეს არის მადლობა მათ მიმართ, ვინც ჩემ გვერდით იდგა. კრივმა იმ ადამიანად ჩამომაყალიბა, ვინც დღეს ვარ. შესაძლოა, ხელთათმანებს ვიხსნი, მაგრამ ჩემი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნა კროუფორდმა.
კროუფორდი „ოთხი ქამრის ეპოქაში“ გახდა პირველი მამაკაცი მოკრივე, რომელმაც ერთდროულად სამი განსხვავებული წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონობა იზეიმა (სუპერმსუბუქი, ქვემსუბუქი და სუპერსაშუალო).
ბოლო ბრძოლა მან გასულ ზაფხულს ჩაატარა და კანელო ალვარესი დაამარცხა.