კრივი | ტაისონ ფიური რინგზე ბრუნდება - ბრიტანელის მეტოქე არსლანბეკ მაჰმუდოვი იქნება #1TVSPORT
მძიმე წონის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური რინგზე ბრუნდება. ბრიტანელის მეტოქე არსლანბეკ მაჰმუდოვი იქნება. ბრძოლა 11 აპრილს შედგება.
ფიურიმ (34-2-1, 24 ნოკაუტი) კრივიდან წასვლის შესახებ განცხადება, დაახლოებით, ერთი წლის წინ გააკეთა. მისი კარიერის გათვალისწინებით, ბევრს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო და, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ასეა.
37 წლის ბრიტანელი მოკრივე ბოლოს ორჯერ დამარცხდა უკრაინელ ოლექსანდრ უსიკთან, რომელიც ამჟამად მძიმე წონის ჩემპიონია. ორივე დაპირისპირება მსაჯების გადაწყვეტილებით დასრულდა – ერთი ერთსულოვნად, მეორე კი გაყოფილი ვერდიქტით. ფიურის მეტი ბრძოლა კარიერაში არ წაუგია.
ფიურის მეტოქემ, 36 წლის რუსმა მძიმეწონოსანმა, არსლანბეკ მაჰმუდოვმა (21-2, 19 ნოკაუტი) 2025 წელს ზედიზედ მოიგო ბრძოლები დევიდ ალენისა და რიკარდო ბრაუნის წინააღმდეგ.
ჯერ უცნობია, რომელ ქალაქში ჩატარდება ფიურისა და მაჰმუდოვის შეხვედრა.