კრივი | ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა 2026 წელს საუდის არაბეთში იჩხუბებენ #1TVSPORT
სუპერმძიმეწონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა 2026 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას გამართავენ, – წერს ავტორიტეტული საკრივო ჟურნალი The Ring-ი.
წყაროს ცნობით, ბრიტანელი მძიმეწონოსნების დაპირისპირება მეგატურნირ Riyadh Season-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამასთან, ამ ბრძოლის გასამართად ფიურისა და ჯოშუას ცალკეული ბრძოლების ჩატარება მოუწევთ Riyadh Season-ის ფარგლებში.
თავის ბოლო ბრძოლაში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაიმართა, ჯოშუამ ნოკაუტით წააგო თანამემამულე დანიელ დუბუასთან. თავის მხრივ, ფიურიმ დეკემბერში მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო რევანში უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან.
ჯოშუა ემზადება რინგზე დასაბრუნებლად, მაშინ როცა ფიურიმ უსიკთან წაგების შემდეგ კარიერის შესაძლო დასრულებაზე გააკეთა განცხადება.