კრივი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრებმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალს 60 კგ წონით კატეგორიაში 16 წლის ლუკა ჩხიკვაძე დაეუფლა. აკაკი ბასარიამ კონტინენტის პირველობა 70 კგ წონით კატეგორიაში მოიგო, ხოლო ზუკა ჭოჭუა (65კგ) კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ტურნირზე ვერცხლის მედლები დავით მხეცაძემ (80კგ) და ელნურ აბდულაევმა (75 კგ) მოიპოვეს.