კრივი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
კრივი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17-წლამდე ასაკის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ალექსანდრე ბალაძეს (80 კგ). ის ფინალურ შეხვედრაში გამოვიდა და მონტენეგროელ მატია როგანოვიჩს დაუპირისპირდა. ბალაძემ ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლებს შალვა ბერიძე (48 კგ), ზაზა მდინარაძე (52 კგ), რატი ხარბედია (46 კგ) და ჰასან აკპინარი (+80 კგ) დაეუფლნენ.