კრივი | საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა #1TVSPORT
კრივი | საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა.

ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ელენე ქარჩავამ (48 კგ), გიორგი ახვლედიანმა (52 კგ) და დავით ალიხანაშვილმა (54 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ლიზა ლობჟანიძე (66 კგ), ალექსი გუნია (60 კგ) და გიგი არჩაია (70 კგ).

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ).

საქართველოს 15-წლამდე მოკრივეთა ნაკრები სამშობლოში 27 ოქტომბერს დაბრუნდება.